რა შემთხვევაში გახდება ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი

09.07.26 23:03
რა შემთხვევაში გახდება ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი

„რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ასახელებს წინაპირობებს, რა შემთხვევაში გახდება ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი. 

განცხადება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას გააკეთა. 

ჟორჟოლიანის თქმით, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი ღიად იტყვის, რომ პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავად იქნება, თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

ერთადეთ შემთხვევაში ვხედავ საკუტარ თავს ენმ-ის თავმჯდომარედ, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი, საუბარია პასუხისმგებლობის აღებაზე, კამპანიაში ჩართვასა და ა.შ. მან უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ეს ჩემი კამპანიაა და ვარ ამ პარტიის პრემიერობის კანდიდატი"- თქვა მან.

ნანუკა ჟორჟოლიანმა საუბრის ძირითადი დრო "რეფორმატორთა გუნდს" დაუთმო და თქვა, რომ ის 6 თვე, სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნა, რომ მისი სურვილია საბჭოში პეტრე ცისკარიშვილი იხილოს. ჟურნალისტი ასევე გამოთქვამს მზაობას ესაუბროს მათ შორის თინა ბოკუჩავას. 

 

 

მსგავსი სიახლეები