ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - კობახიძე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, რაც ტრაგიკულია - ასე გამოეხმაურა დღეს ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციის მიღებას.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტი "შეფასაებასაც არ იმსახურებს".
"ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, სამწუხაროდ, არამხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ ფაქტიდან". - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.