"რამდენიმე სანტიმეტრი ჰააგის ტრიბუნალიდან" - შალვა ნათელაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუციის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" რამდენიმე სანტიმეტრი აშორებს ჰააგის ტრიბუნალამდე.
მისი თქმით, შესაძლებელია, ახლო მომავალში დაპატიმრების ორდენები გაიცეს ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე.
შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია "ბიძინა ივანიშვილი გადაარჩინოს პეკინმა, მოსკოვმა, ან გარდაცვლილმა აიათოლამ ირანში".
რაც მიიღეს ეუთოს რეზოლუცია, ჰააგის რეზოლუციის სახით, ეს არის რამდენიმე სანტიმეტრი ჰააგის ტრიბუნალიდან, არაფერი აღარ აცილებთ ჰააგის ტრიბუნალს ამ დამნაშავე ჯგროს და შესაძლებელია ხვალ და ზეგ დაიწყოს დაპატიმრებების ორდერების გაცემა ივანიშვილებზე და მთელ მის დანაშაულებრივ კამარილიაზე. ეს რეზოლუცია სწორედ უნივერსალური იურისდიქციის და საერთაშორისო მართლმსაჯულების ჩართვას გულისხმობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთელი ევროპა და დემოკრატიული სამყარო არის ჩვენს გვერდით ამ დიდ ბრძოლაში. შანსი არ არის მან [ივანიშვილმა] გაუძლოს ქართველი ხალხის ზეწოლას, პირველ რიგში და შემდგომ ევროკავშირის და აშშ-ის ზეწოლას, შანსი არ არის ის გადაარჩინოს ან პეკინმა, ან მოსკოვმა, ან გარდაცვლილმა აიათოლამ ირანში, რომლის დაკრძალვაზეც იმდენი ცრემლი ღვარეს, რომ ალბათ პალიასტომის ტბას აავსებდა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.