ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა - პაველ ჰერჩინსკი

11.07.26 14:55
ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა - პაველ ჰერჩინსკი

 

 

ბათუმში დილიდან ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება.  იქ იმყოფებიან ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც.  არსებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჯერჯერობით "ოცნების" ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა. 

ჟურნალისტებმა დღეს ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ჰკითხეს - მიწვეული არიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები დღევანდელ ღონისძიებაზე.

ევროპის დღის ღონისძიება ყველასთვის ღიაა - განაცხადა ელჩმა კითხვის საპასუხოდ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო მოწვეული ამ ღონისძიებაზე. ჩვენი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველასთვის ღიაა. ამ ღონისძიების წინ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში იყო გავრცელებული და ასევე, ბათუმში პოსტერები ყველგან იყო. ასე რომ, ყველას ველოდებით. ეს ყველასთვის მშვენიერი დღეა“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები