კობახიძის ბრძანებით აჭარაში მთა მოჭრეს - ვისთვის აშენებენ მდიდრულ ვილებს?

11.07.26 21:44
კობახიძის ბრძანებით აჭარაში მთა მოჭრეს - ვისთვის აშენებენ მდიდრულ ვილებს?

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას ჭრიან - 21 ჰექტარზე, ჯამში მილიონ ხუთასი ათასი კუბური მეტრი ანდეზიტო-ბაზალტის მოპოვების უფლება ირაკლი კობახიძემ გასცა.

ბრძანების მიხედვით, მთიდან ვულკანური წარმოშობის მასალის მოსაჭრელად კომპანია 365 ათას ლარს გადაიხდის. დრონის კადრებში კარგად ჩანს, რომ მთის ჭრის პროცესს ეწირება არაერთი ხე-ბუჩქი. კობახიძის ბრძანებაში ხეების ჭრაზე საუბარი საერთოდ არ არის.

სოფელში არიან ოჯახები, რომლებიც ინტენსიური თხრის და მთის ჭრის გამო უკვე დაზარალდნენ. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ სეფერთალაძე ამბობს, რომ ბაზალტს აფეთქების შედეგად მოიპოვებენ.  რაც ამ ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო, არაერთი სახლი დაიბზარა, მოსახლეობის ნაწილი კი სხვაგან გადაიყვანეს.

როგორც "პირველებს" უყვებიან, კვირიკეს მთიდან  დღეში სულ მცირე ოცი რეისი სრულდება ბათუმის მიმართულებით.  სატვირთოებს ბაზალტის მასალა ზღვაში გადასაყრელად მიაქვთ. ასე შენდება ხელოვნური კუნძული -  ზღვაში შეჭრილი დასახლება, რომელიც დუბაის „პალმ ჯუმეირას“ მოკრძალებული ვერსიაა. 100 მილიონი დოლარი - ეს არის ფული, რომელიც კუნძულის მშენებლობისთვის დაიხარჯება.

ბიზნესმენი თორნიკე ქებურია  ხელოვნური კუნძულის ერთ-ერთი მფლობელია. ის საკუთარ გეგმებზე ერთ-ერთი რუსულენოვანი გადაცემის ეთერშიც საუბრობდა. სწორედ ამ ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ისიც რომ ქებურია კახეთში „პილოტების ქალაქსაც“ აშენებს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გონიოში კამერის მიღმა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ვილების რეალურ მფლობელებს შორის „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები არიან.

ნატა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები