სამშენებლო ბიზნესი და ბურჭულაძის ოჯახი - საიდან მოიტანეს მილიონები წილების შესაძენად?
თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე ასამდე ოჯახი ყოველ ღამეს შიშში ათენებს. სამშენებლო პოლიგონად ქცეულ ტერიტორიაზე მიწის მასა ყოველი წვიმის შემდეგ იშლება და საცხოვრებელი კორპუსის ეზოს საძირკველს აცლის.
6 ივლისს, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის დროს, მშენებარე კორპუსის ქვაბულიდან მიწის მასა მოწყდა, არადა წესით, ქვაბული გამაგრებული იყო. ახლა ხალხს ეშინია, რომ მეზობელი მშენებლობა მათ კორპუსსაც ჩაიყოლებს.
22-სართულიანი კორპუსს მარიჯანის ქუჩაზე შპს "საბურთალო" აშენებს. ამ კომპანიამ აიღო ვალდებულები ხუთი წლის წინ, რომ "ცენტრ პოინტის" მიტოვებულ მშენებლობას დაასრულებდა.
ვინ არის ახალი მშენებელი? "შაბათის გუნდმა" აღმოაჩინა, რომ ახალი ცათამბჯენის პროექტის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა დგას. ვასილ მხეიძეც, ახლა სასჯელს გლდანის ციხეში კორუფციის ბრალდებით იხდის.
"შაბათის ეთერმა" მიაკვლია დოკუმენტს, სადაც წერია, რომ თბილისში მარიჯანის ქუჩაზე 83 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობის დაფინანსების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ექს მინისტრის ცოლის ძმა იღებს.
2024 19 დეკემბერს, ვასილ მხეიძემ, კომპანია "საბურთალოს" წილი 50% მილიონ 600 დოლარად იყიდა, ამავე ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ დააფინანსეს ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას. კომპანიის დირექტორს, რომელმაც მხეიძეს წილი მიჰყიდა, "შაბათის ეთერმა" ჰკითხა, საიდან უნდა მოეტანა ამდენი მილიონი მხეიძეს, რაზეც ანა გოგიშვილი ამბობს, რომ კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურაა.
ვასილ მხეიძე ჯარის საქმის ძარცვის ფიგურანტია. ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძის ჩვენების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტენდერების მოგების სანაცვლოდ, ქრთამი შავი ჩანთით სწორედ თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმასთან ვასილ მხეიძესთან მიჰქონდა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ჯარიდან მოპარული ფული სამშენებლო ბიზნესის საშუალებით თეთრდებოდა.