ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონზე იმსჯელებენ

13.07.26 10:20
ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონზე იმსჯელებენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილება.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შედეგებს და იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე.

„ევროსკოპი“ დაინტერესდა, რა როლი აქვს ამ პროცესში საქართველოს. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ორგანიზაცია შავი ზღვის რეგიონში ყველა შესაბამის პარტნიორთან აგრძელებს თანამშრომლობას, თუმცა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კომუნიკაცია მინიმალურ დონეზე რჩება.

მსგავსი სიახლეები