ევროკავშირში გასაგზავნ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

13.07.26 11:36
ევროკავშირში გასაგზავნ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

ამ კვირაში ევროკავშირს საქართველოდან სპეციალური პეტიცია გაეგზავნება, რომლისთვისაც ხელმოწერების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

დოკუმენტი უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა შეიმუშავეს. ღია წერილში მოქალაქეები ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება პირდაპირ უკავშირდება, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არადემოკრატიულ მმართველობას.

ვისაც სურვილი ექნება, ხელს მოაწერს ამ მიმართვას. ეს არის წერილი, რომელიც მთლიანდა ეყრდნობა ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენ ვდგავართ 78 მუხლის საფუძველზე და ჩვენი თავისუფლების ფაგლებში ვესაუბრებით დასავლეთის ქვეყნებს, დემკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ღია წერილი, რომელსაც გავაცნობთ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას. ადრესატი არის ევროკავშირი და გავუგზავნით, რა თქმა უნდა, ევროკავშირს ელჩს, - ამბობს წერილის ერთ-ერთი ავტორი. 

აქციების მონაწილე მსახიობი ბაჩო ქაჯაია არ გამორიცხავს, რომ წერილის გაგზავნის სემდეგ პარტნიორებთან შეხვედრაც შედგეს.  

ერთგვარი მადლობის ჟესტი იყო და ის, რომ ჩვენ  კიდევ ვდგავართ, ვახსენებთ ამას. ხელმოწერები კიდევ გროვდება, ჯერ არ არის გაგზავნილი, როგორც მე ვიცი. შეგროვდება ხელმოწერები, მერე ვნახოთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს და რავიცი, იქნებ შეხვედრაც შედგეს, - ამბობს მსახიობ ბაჩო ქაჯაია.