ქსავიე ბეტელი: ქართველებმა იციან, რა უნდა გააკეთონ - ჩვენ უნდა შევთავაზოთ, მათ - გადაწყვიტონ

13.07.26 13:29
ქსავიე ბეტელი: ქართველებმა იციან, რა უნდა გააკეთონ - ჩვენ უნდა შევთავაზოთ, მათ - გადაწყვიტონ

 

 

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთან დიალოგი უნდა გააგრძელოს, რადგან მისი თქმით, კომუნიკაციის გარეშე ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელსუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს ევროპული მიმართულებით სვლისთვის და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ. 

მე ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ, მათ იციან წესები და იციან, როგორი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები, ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა - ფაქტია. ამასტან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებიტ ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. შთაბეჭდილება ხან კარგია, ხან ცუდი, ეს, როგორც ბერძნულად ვიტყოდით, რთულადაა აღსაქმელი, - ამბობს ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი. 

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილება.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ მინისტრები შეაფასებენ მიღწეულ შედეგებს და იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე.