შეწყალების რესურსი შემცირდა - ირაკლი კობახიძე
შეწყალების რესურსი შემცირდა - ასე პასუხობს "პირველების" კითხვას, ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" ლიდერს ჰქკითხა, რატომ არ გამოსცემს მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების აქტს, იმ ფონზე, როცა სტატისტიკით, ქართულ ციხეებში 31 მაისის მონაცემებით 12 135 პატიმარი იყო. სამ ციხეში კი - ქსნის, გლდანისა და ქუთაისის ციხეებში პატიმართა დასაშვები ლიმიტი გადაცილებულია.
კობახიძის განცხადებით, ყაველაშვილთან აქტიური კომუნიკიაცია აქვს, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.
გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში. დღეს, შეიძლება 12 000 იყოს, მაგრამ თავის დროზე იყო 24 500 და გადავსებული ციხეები იყო ეს. რა კონტიგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე და რთული დანაშაულისთვის გასამართლებულები. აქიდან გამომდინარე, რესურსი შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი რაც გვაქვს - ამნისტიის მიმართულებით და რაც აქვს პრეზიდენტს შეწყალების მიმართულებით. ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია პრეზიდენტ ყაველაშვილთან, იცით რომ დიდი იყო შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული 2025 წელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნა შეწყალებული, შესაბამისად შეწყალების რესურსი შემცირდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რაც არსებობს და ამ კუთხით აქტიურად გაგრძელდება კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან"- თქვა კობახიძემ.
ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ ყაველაშვილს შეწყალების აქტი აღარ გამოუცია. ასობით პატიმარი, რომელსაც განცხადება დაწერილი აქვს, ორბელიანების სასახლიდან პასუხს თვეებია, ელოდება.