კობახიძე ამბობს, რომ თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული

13.07.26 13:32
კობახიძე ამბობს, რომ თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული

ირაკლი კობახიძემ თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა. "ქართული ოცნების" ლიდერმა, თქვა, რომ რამდენიმე ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვამ პრობლემა გაამძაფრა.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“ , - განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ უწყებებს და აღნიშნა, რომ რამდენიმე ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვამ პრობლემა გაამძაფრა.

"პირველები" დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს პროცესი ყველა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

„არა მარტო იგეგმება, აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვუზიარებთ საზოგადოებას“- თქვა მან.