პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს არჩევნების შეფასების შეცვლას აიძულებდნენ

13.07.26 15:32
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს არჩევნების შეფასების შეცვლას აიძულებდნენ

 

 

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლა განხორციელდა, რათა ორგანიზაციას საკუთარი დასკვნები შეეცვალა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლა ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის მისიებმა ერთ-ერთ სასტუმროში სცადეს. 

"ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო. 

2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები სადამკვირვებლო კომისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირ ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები. იცით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ ალდეს წევრი, აი, ტერორისტი "ლელო" რომ ჰყავს წევრად და რომელიც გამოირჩევა ანტიქართული განწყობებით და აღარაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე, მატი განწყობები გასაგებია.

კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეზ საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ, რომ იძულებული გაეხადათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომ გაეყალბებინა საკუტარი ანგარიში და ამაში ცართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია.

გამოდის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაზე, ამიტომ მნინშვნელოვანია, რომ 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ეს ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ისინი გაუზლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუტარ ანგარიშს, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ მომდევნო არჩევნებზე დასაკვირვებლად "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს - შესაბამისი განცხადება "ოცნების" ლიდერმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები