იოსელიანი ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება.
“ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე;
ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი;
დავით კეზერაშვილი - 5 წელი;
ბაჩო ახალაია - 9 წელი;
მეგის ქარდავა - 9 წელი;
ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი - 9 წელი;
ოლეგ ფაცაცია - 9 წელი;
გიგი უგულავა - 3 წელი და 2 თვე;
გაგა მკურნალიძე - 3 წელი და 4 თვე;
და ა.შ...
ალეკო - 13 წელი !“ - წერს “ფეისბუქის“ გვერდზე ლევან იოსელიანი.
ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.