ეკა გიგაური: სადამკვირვებლო მისია საქართველოში იქნება თუ არა, ცვლილებებს მაინც მოვიტანთ

13.07.26 15:45
ეკა გიგაური: სადამკვირვებლო მისია საქართველოში იქნება თუ არა, ცვლილებებს მაინც მოვიტანთ

 

 

სადამკვირვებლო მისია საქართველოში იქნება თუ არ იქნება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში ცვლილებებს მაინც მოვიტანთ , - ასე ეხმიანება "საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს" აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონ.

გიგაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი ხმის დაცვის უფლება ჯერ არავის წაურთმევია, შესაბამისად, ისინი ამას თავდა გააკეთებენ. 

მიუხედავად იმისა, ვის დაიჭერენ, ჩვენ ვართ ბევრნი და ერთს თუ დაიჭერენ, მეორე გააგრძელებს, ერთს თუ აუკრძალავენ, მეორე გააგრძელებს ამ საქმიანობას. აი, ეს შიში, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს ჩვენს მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც უკეთესი საქართველო უნდა, ეს არის ძალიან აშკარა და რაც არ უნდა მოხდეს, სადამკვირვებლო მისია საქართველოში იქნება თუ არ იქნება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში ცვლილებებს მაინც მოვიტანთ და დაკვირვება და საკუთარი ხმის დაცვა არ აუკრძალავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, არაფერი გამოუვათ, რაც არ უნდა ეცადონ და როგორც არ უნდა გააკეთონ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ეს ხმები არჩევნების დღეს. ორგანიზაციის ქუდის ქვეშ გააკეთებენ ამას თუ ცალკე, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ მომდევნო არჩევნებზე დასაკვირვებლად "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს - შესაბამისი განცხადება "ოცნების" ლიდერმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.   

მსგავსი სიახლეები