დასადგენია თუკი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა - პაპუაშვილი თელავზე

13.07.26 15:57
დასადგენია თუკი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა - პაპუაშვილი თელავზე

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა თელავში უკანონო მშენებლობები და ხომ არ დაუშვეს შესაბამისმა უწყებებმა ვინმეს მიმართ ტოლერანტობა. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ამ გარემოებებს თავად სტიქიასთან კავშირი არ აქვს. 

ვერ გეტყვით ახლა რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო ან არ იყო გაცემული. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ახლა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუკი რამე იყო უკანონო.

დასადგენია თუკი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო დაშვებული, - ამბობს პაპუაშვილი. 

ირაკლი კობახიძემ თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა. "ქართული ოცნების" ლიდერმა, თქვა, რომ რამდენიმე ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვამ პრობლემა გაამძაფრა. 

მსგავსი სიახლეები