"ოცნება" EU-ს წინააღმდეგ - კობახიძემ უმაღლესი პირები საქართველოს მტრებად გამოაცხადა

13.07.26 20:09
"ოცნება" EU-ს წინააღმდეგ - კობახიძემ უმაღლესი პირები საქართველოს მტრებად გამოაცხადა

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის დღის მთავარ ამბად იქცა -  კაია კალასმა, დღეს, ზღვარი გაავლო "ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს შორის. თქვა, რომ "ოცნების" მთავრობასთან კონტაქტი არ აქვს, ქართველ ხალხზე კი ევროპა ფიქრობს, რომ ნაკლებად იგრძნონ ის შემზღუდავი ზომები, რომელსაც "ოცნების" მმართველობის გამო ბრიუსელი თბილისს უწესებს. ეს განცხადება კაია კალასმა საგარეო მინისტრების საბჭოს შეხვედრის წინ გააკეთა, სადაც ევროპის პირველი დიპლომატები შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საქართველოს გარეშე მსჯელობდნენ.

კალასის ეს განცხადება, დღეს, "ქართულ ოცნებაში" დიდი განხილვის თემა გახდა. ივანიშვილის გუნდში ეწყინათ, რომ ევროკავშირი მათ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მმართველ ძალად არ აღიარებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. 

ჯერ იყო კობახიძე, შემდეგ კი უკვე მაკა ბოჭორიშვილი - "გველაპარაკეთ" - ეს იყო საგარეო უწყების პირველი პირის სათქმელი. ევროკავშირის მიერ "ქართული ოცნების" და მინისტრთა კაბინეტის არ აღიარება, ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მტკივნეული წერტილია. მოლაპარაკების დაწყებას აქვს წინაპირობა - ბრიუსლეი ითხოვს აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და რეპრესიულად შეფასებული კანონების შეცვლას, თუმცა "ოცნება" ამის გაკეთებას არ აპირებს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში