ევროკავშირის შემდეგ ეუთო - კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებზე ეუთოს მისია საერთოდ არ მოიწვიონ

13.07.26 20:17
ევროკავშირის შემდეგ ეუთო - კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებზე ეუთოს მისია საერთოდ არ მოიწვიონ

დარჩება თუ არა "ქართულ ოცნება" 2028 წლის არჩევნებზე სრულიად მარტო - საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე? - ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეუთოს მისიის დამკვირვებლები არ მოიწვიოს. ეს ნიშნავს, რომ უბნებზე აღარავინ იქნება, ვინც ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ტოტალურ კონტროლს დააფიქსირებს. აღარ იქნება არც დასკვნა, რომელმაც უნდა თქვას, ჩატარდა თუ არა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

ეუთო, ევროსაბჭო და ევროპარლამენტი - ამ სამი ინსტიტუციის დასკვნა არის მთავარი არჩევნების დროს. ისინი არჩევნებს ერთად აკვირდებიან და შემაჯამებელ განცხადებასაც ერთად აკეთებენ, "ოცნება ახლა სამივე ორგანიზაციასთან კონფლიქტშია. 

ირაკლი კობახიძემ ეუთოზე თავდასხმის ახალი სერია ჰააგის დეკლარაციის დამტკიცებიდან 5 დღის დაგვიანებით წამოიწყო. "დიფ სთეითი", შეთქმულების თეორია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებზე  - ეს ჰქონდა სათქმელი პრემიერს, რომელიც რეზოლუციაში ჩაწერილი არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებს. არც ე.წ აგენტების კანონის გაუქმებას, არც სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტას და არც პატიმრების გათავისუფლებას.  

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში