"უნდა გვეყოს მოთმინება" - გვარამია საუბრობს, რა დილემის წინაშე დადგება ივანიშვილი არჩევნებამდე

14.07.26 22:40
"უნდა გვეყოს მოთმინება" - გვარამია საუბრობს, რა დილემის წინაშე დადგება ივანიშვილი არჩევნებამდე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში, ან 2028 წლის დასაწყისში, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ეტყვიან, რომ "ან ჩატარდება არჩევნები, რასაც ჰქვია არჩევნები, ან თავს მოგჭრით".

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ტაქტიკურად არ ესმის, რატომ უნდა უთხრა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე ორი წლით ადრე, რომ "გინდა დათმე, გინდა არა, მე იქ ვარ, შენ თამაშში". 

... მე ვერ მოვუწოდებ ადამიანებს, მოდით არჩევნებზე-თქო, როცა მილიონი ქართველი, რომლებსაც უზარმაზარი ფული შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, არ არის ამომრჩეველი, ჩემ ძალებს ეს აღემატება... 

წინაპირობებს შექმნა უნდა და მუშაობა, ოღონდ ორი წლით ადრე თუ იტყვი, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ორი წლის შემდეგ, შეიძლება მომავალ წელს იყოს არჩევნები, მაგრამ ხომ გვიმტკიცებდნენ ერთი წელი, რომ ხვალ იქნება არჩევნები, ნიშნავს ივანიშვილი, საკონსტიტუციო უმრავლესობას წაიღებს, ისე აუდგეს გვერდები, არავინ არაფერი არ დანიშნა ჯერ. არ სჭირდება ივანიშვილს დამატებითი თავის ტკივილი, არ არის ეს მისთვის პრობლემატური სიტუაცია, მაგრამ დღეს თუ ივანიშვილს ეტყვი, რომ გინდა დათმე, გინდა არა, მე იქ ვარ, შენ თამაშში, ეს ტაქტიკურადაც არ მესმის.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მივიახლოვოთ ის, რასაც ჰქვია არჩევნები მართლა, როგორც არის... იმისთვის, რაზეც ირაკლი კობახიძემ მითხრა დაგიჭერო. [შიგნით აქცია, გარეთ სანქცია] ერთ საათში მაგაზე მითხრა, რომ დაგიჭერ კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ შიგნით აქცია და გარეთ სანქცია არის პრობლემაო. ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში, ან 2028 წლის დასაწყისში ეტყვიან, რომ ან ჩატარდება არჩევნები, რასაც ჰქვია არჩევნები, ან თავს მოგჭრით, ყველა [ეტყვის, საერთაშორისო პარტნიორებიც]," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც  ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტის გაძლიერება, ისე საერთაშორისო სანქციების მიმართულებით მუშაობა.

მსგავსი სიახლეები