მხედრიონია ხელისუფლებაში, ჯაბა იოსელიანის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილია, მთელი თავისი ბანდით - კახა მიქაია

16.07.26 22:18
მხედრიონია ხელისუფლებაში, ჯაბა იოსელიანის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილია, მთელი თავისი ბანდით - კახა მიქაია

მხედრიონია ხელისუფლებაში, ჯაბა იოსელიანის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილია, მთელი თავისი ბანდით - ამის შესახებ სამოქალაქო ატივისტმა, კახა მიქაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო ომზე საუბრის დროს, მას ეშინია, რომ “სწორედ ივანიშვილი არ ემზადებოდეს ომისთვის, რადგან მხედრიონის სული დღესაც ტრიალებს “ქართულ ოცნებაში“.“

“ოკუპანტების და კოლონიზატორების მიერ გაწვრთნილი თანამემამულეების ცვენაა ახლა “ქართულ ოცნებაში“, - ამბობს მიქაია. 

მე ამათ [ოცნებას] თანამედროვე მხედრიონს ვეძახი, მხედრიონია ხელისუფლებაში, ჯაბა იოსელიანის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილია, მთელი თავისი ბანდით. რაც შეეხება სამოქალაქო ომს - მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ ტერმინს, 92 წელს ეს იყო რუსული აგრესია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. სამოქალაქო ომზე როცა ვსაუბრობთ, მე მეშინია ერთი რამის, ბიძინა ივანიშვილი არ ემზადებოდეს ომისთვის. მან არ დაიწყოს უარესი, რადგან მხედრიონის სული დღესაც ტრიალებს “ქართულ ოცნებაში“. ოკუპანტების და კოლონიზატორების მიერ გაწვრთნილი თანამემამულეების ცვენაა ახლა “ქართულ ოცნებაში“. რუსების მიერ გაწვრთნილი მოღალატეების ცვენაა. მე მეშინია მხოლოდ ერთი რამის, ეს ჰიბრიდული ომი, სხვა უფრო ცხელ ომში არ გადაიზარდოს და ივანიშვილმა ამ ომის დაწყების ბრძანება არ მიიღოს კრემლიდან, რადგან მათ გარეშე ივანიშვილი ერთ ნაბიჯს არ გადადგამს, - განაცხადა მიქაიამ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები