არჩევნები ოპოზიციის გარეშე - რა გეგმა აქვს "ოცნებას" და როგორ პასუხობენ ოპონენტები

17.07.26 20:17
არჩევნები ოპოზიციის გარეშე - რა გეგმა აქვს "ოცნებას" და როგორ პასუხობენ ოპონენტები

ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მამუკა მდინარაძე ბუნებრივ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის საწინააღმდეგო არგუმენტს ვერ ხედავს. მიუხედავად მწვავე საერთაშორისო კრიტიკისა და გაფრთხილებებისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „ქართული ოცნება“ პოზიციას არ ცვლის. მმართველი გუნდი პოლიტიკური ველის რადიკალურ გადალაგებას განაგრძობს.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაწყებული პროცესები ფინალურ ეტაპზე გადადის. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. პარალელურად, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, პოლიტიკოსების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობაც შესაძლოა შეეზღუდოს, თუ ბოლო რვა წლის განმავლობაში ისინი საერთაშორისო პროექტებიდან ან ორგანიზაციებიდან ანაზღაურებას იღებდნენ. ამ ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - ვინ დარჩება მომავალი არჩევნების მონაწილედ.

მამუკა მდინარაძის განცხადებებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანალოგიური გზავნილები სამთავრობო ტელეარხის ეთერში. ოპოზიციის შეფასებით, მიმდინარე პროცესები ქმნის სახიფათო პრეცედენტს და აჩენს საფრთხეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა შეეზღუდოს ყველას, ვინც „ქართული ოცნებისთვის“ ან პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები