რიყის დოქების სკანდალი - მსოფლიო დონის არქიტექტორები თბილისის მერს ტყუილში ამხელენ

17.07.26 20:44
რიყის დოქების სკანდალი - მსოფლიო დონის არქიტექტორები თბილისის მერს ტყუილში ამხელენ

რიყის დოქების პროექტის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი კახა კალაძის განცხადებებს უარყოფს. „პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მასიმილიანო და დორიანა ფუქსასები აცხადებენ, რომ რიყის დოქების გადასარჩენად თბილისის მერიას არაერთი წერილი გაუგზავნეს, თუმცა არცერთზე პასუხი არ მიუღიათ. მათი თქმით, ქართულ მხარეს უფასო დახმარებას სთავაზობდნენ, რათა ნაგებობისთვის ახალი ფუნქცია მოეძებნათ და მისი დემონტაჟი თავიდან აეცილებინათ.

მანამდე კი კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მერიას არქიტექტორებისგან მსგავსი წერილი საერთოდ არ მიუღია. თუმცა „პირველების“ მიერ მოპოვებული მასალები საპირისპიროს აჩვენებს. მიუხედავად ავტორების ინიციატივისა, "ოცნების" გუნდმა თანამშრომლობაზე უარი თქვა და პასუხისმგებლობა კერძო მესაკუთრეს გადააბარა. კალაძის თქმით, სწორედ მესაკუთრემ მიმართა მერიას შენობის დემონტაჟის მოთხოვნით.

მასიმილიანო და დორიანა ფუქსასები მიიჩნევენ, რომ რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული. მათი შეფასებით, რადგან საკონცერტო და საგამოფენო კომპლექსი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აშენდა, პროექტი პოლიტიკური დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. არქიტექტორები ამბობენ, რომ მილიონობით ევროს ღირებულების უნიკალური ნაგებობის განადგურება დიდი დანაკარგი იქნება და წუხან, რომ მის ადგილას შესაძლოა ჩვეულებრივი სასტუმრო აშენდეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები