როგორ მუშაობდა რუსულენოვანი პროსახელისუფლებო სისტემა წინასაარჩევნოდ

17.07.26 20:54
როგორ მუშაობდა რუსულენოვანი პროსახელისუფლებო სისტემა წინასაარჩევნოდ

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზავნილები უკვე რუსულენოვან სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. „მითების დეტექტორის“ კვლევის მიხედვით, ორი რუსულენოვანი და ერთი ქართულენოვანი გვერდი მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ნარატივებს თითქმის იდენტური ფორმით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, რუსულენოვანი გვერდები Fabula და Apriori, ასევე ქართულენოვანი Apriori Ge, თითქმის ერთდროულად, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. ამასთან, ქართულენოვანი „აპრიორი“, რომელიც რუსულენოვან ვერსიაზე ორი დღით ადრე დარეგისტრირდა, პროფილის ფოტოდ იმავე, ქართლის დედის ლოგოს იყენებდა.

„მითების დეტექტორი“ აღნიშნავს, რომ ამ გვერდების გამოჩენა დროში ემთხვევა საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის ზრდას. თავდაპირველად ისინი Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე გასართობ კონტენტს ავრცელებდნენ, თუმცა მალევე პროპაგანდისტულ შინაარსზე გადავიდნენ. დროთა განმავლობაში სამივე გვერდი ერთმანეთის თითქმის იდენტური გახდა - როგორც რესპონდენტებითა და თემატიკით, ისე პროსახელისუფლებო გზავნილების გავრცელების თვალსაზრისით.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ გვერდებზე ძირითადად ანტიდასავლური გზავნილები, ნატოს საწინააღმდეგო ვიდეოები და პრორუსული ნარატივები ქვეყნდება. ამ გზავნილების გასამყარებლად კი ხშირად გამოიყენება „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და მმართველ გუნდთან დაკავშირებული სხვა პირების კომენტარები.

კომუნიკაციის სპეციალისტების შეფასებით, ანტიდასავლური ნარატივების, მათ შორის რუსულენოვან აუდიტორიაში გავრცელება, მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები