"ოცნება" თამაშობს, რომ რაღაცაში გაძვრეს, რაღაცაში იყოს მონაწილე, სადღაც სურათი გადაიღოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი
"ოცნება" თამაშობს, რომ რაღაცაში გაძვრეს, რაღაცაში იყოს მონაწილე, სადღაც სურათი გადაიღოს" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობით პოზიციები გაიძლიერონ და "ვინმე დააინტერესონ".
დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ შუა აზიის ქვეყნებს უკვე ხელი მოწერილი აქვს აშშ-სთან, ხოლო ევროკავშირთან კავშირები უკვე დამყარებულია, შესაბამისად "საქართველოსთან შეუძლიათ მოვიდნენ და ერთი ტერმინალი იქირაონ, ისიც თუ აშენდება პორტი".
მაგიტომაც დადიან შუა აზიაში რომ იქნებ შუა აზიის ქვეყნებთან ერთად გაიძლიერონ პოზიციები, რომ თქვა რომ შუა აზიის ქვეყნებს ჩვენი მეშვეობით უნდათ ტვირთების გატარება და იქნებ ამით დააინტერესონ ვინმე. თავის დროზე ეს გააკეთა შევარდნაძემ, მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობით, კრავდა ამ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ალიანსს იმისთვის, რომ გარკვეულად ყოფილიყო რეალიზებადი ეს პროექტი.
დაახლოებით ამას ცდილობენ, ოღონდ ცოტა უფრო არაპროფესიონალურად იმიტომ, რომ შუა აზიის ქვეყნებს უკვე ხელი მოწერილი აქვს აშშ-სთან, უკვე მათი კავშირები არის დამყარებული ევროკავშირთან - საქართველოსთან შეუძლიათ მოვიდნენ და ერთი ტერმინალი იქირაონ, ისიც თუ აშენდება პორტი, მაგრამ მანამდე მათ რაიმე კონკრეტული ინტერესი ამ ეტაპზე არ აქვთ. მათი ლოჯისტიკური საშუალებები საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს მიღმა გაატარონ თავის ტვირთები... შესაბამისად გეოგრაფიული უპირატესობა საქართველოს არ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი გვაქვს, ჩვენ ძალიან კარგი გეოგრაფიული უპირატესობა გვაქვს და ყველა გვეუბნება, რომ თუ ჩვენ ადეკვატურები ვიქნებით, ჩვენთან ერთად ნებისმიერი შუა დერეფნის პროექტი იქნება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და დიდი სარგებლის მომტანი, ყველასთვის. მაგრამ "ქართულ ოცნებას" უნდა ეს გააკეთოს ისე, როგორც უნდა და ცდილობს მიეკედლოს შუა აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს და ამათ ხარჯზე გაძვრეს...
საბოლოო ჯამში რუსეთი სად მისცემს საშუალებას, რომ ბოლომდე ჩაერთონ და სად მისცემს საშუალებას, რომ ანტირუსული გეო-ეკონომიკური პროექტები განახორციელოს, ეს არის იმიტომ, რომ რუსეთი დაინტერესებულია და მათი სტრატეგია არის ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის განვითარება, რომელიც საქართველოს გავლით უნდა გავიდეს და ირანი-ინდოექთს დააკავშიროს.
აი აქ თამაშობს "ქართული ოცნება", რომ რაღაცნაირად გაძვრეს, რაღაცაში იყოს მონაწილე, რაღაცაში არ იყოს, სადღაც სურათი გადაიღოს და ჩენ გვითხრას რომ დავალაგე, სურათებით არ ხდება ეს ყველაფერი," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.