პოლიტიკური განაცხადის მოლოდინში - გიორგი გახარია სამეგრელოშია

01.04.21 02:37
პოლიტიკური განაცხადის მოლოდინში - გიორგი გახარია სამეგრელოშია

გიორგი გახარია სამეგრელოშია. "ტვ.პირველის" ინფორმაციით, ექსპრემიერმა პოლიტიკური შეხვედრები უკვე დაიწყო.

გახარია სოფელ მუხურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ისე მივიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

ჩვენივე ინფორმაციით, გადამდგარი პრემიერი პოლიტიკურ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის კადრები  ხელისუფლების რიგებს ტოვებენ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ოცნების რიგები სამეგრელოში გახარიას ახლო გარემოცვის რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი გახარია ახლა სწორედ ამ ადამიანებთან შეხვედრას და პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს აპირებს.

მსგავსი სიახლეები