საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა - ვიოლა ფონ კრამონი
"საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის კუთხით მოწინავე იყო, ახლა პუტინის მარიონეტად იქცა“ - ასე ეხმაურება ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას.
როდესაც საქართველოს ხელისუფლების შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, მგონია, რომ უარესი აღარაფერი მოხდება, თუმცა მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია. საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის კუთხით მოწინავე იყო, ახლა პუტინის მარიონეტად იქცა“, — წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარების გამოხმაურება:
- "ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში - კშიშტოფ ბრეიზა
- ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე
- საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს - მიხაელ გალერი