ნიკა მელიამ მწვანე შუქი არ აუნთო პოლიტიკურ დევნას - აკაკი მინაშვილი

30.03.21 02:43
ნიკა მელიამ მწვანე შუქი არ აუნთო პოლიტიკურ დევნას - აკაკი მინაშვილი

ევროპელ მედიატორებთან შეხვედრის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის პოზიცია გაახმოვანა. აკაკი მინაშვილმა განაცხადა,  რომ ნიკა მელიას ადვოკატების მიერ დაანონსებული ბრიფინგი გირაოს თემას არ უკავშირდება.


ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, ეს გამორიცხულია, დღეს ჩანიშნული მისი ადვოკატების ბრიფინგი არ უკავშირდება გირაოს თემას. ნიკა მელიამ არ დააკანონა, მწვანე შუქი არ მისცა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
 

,,ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგ რთულია ხელისუფლების მხრიდან რამე დადებით ნაბიჯზე საუბარი.


  რთულია რამე სახის მოლოდინებზე ლაპარაკი იმ განცხადებების შემდეგ, რაც ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს ჯერ ღარიბაშვილმა, მერე კობახიძემ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ბედზე არ ფიქრობს, ისინი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე წუხან. --აცხადებს აკაკი მინაშვილი.

 

დღეს ევროპელი მედიატორი, კრისტიან დანიელსონი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.