ივანიშვილის მაინინგზე იხარჯება უფრო მეტი დენი, ვიდრე თბილისის განათებაზე - სააკაშვილი

29.07.26 16:23
ივანიშვილის მაინინგზე იხარჯება უფრო მეტი დენი, ვიდრე თბილისის განათებაზე - სააკაშვილი

თბილისსა და საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვებს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენერგოსისტემაში არსებული პრობლემები მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია და ხელისუფლება ელექტროენერგიის რესურსს არასწორად განკარგავს.

სააკაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

მეორე ფაქტი - თბილისის და მთელი საქართველოს ჩაბნელება. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენ დროს დენი არ იყო საქართველოში იმის გამო, რომ შევარდნაძის შვილს, პაატას, ჰყავდა ძმაკაცი, ენერგეტიკის მინისტრად დანიშნული, ჯერ ის და მერე მირცხულავა, შევარდნაძის ოჯახი იყო წილში და დენი გადიოდა ასე, იყოფოდა შუაში, გატეხილი იყო, რუს ოლიგარქ ჩუბაევს და ამ შევარდნაძის ოჯახის შორის, დენი გაჰქონდათ თურქეთში და ჩვენ ჩამოგვკიდეს აქ მე-9 რეაქტორზე, ლეგენდარულზე. და, ახლა რა ხდება? ზუსტად ასევე ახლა, ივანიშვილის მაიმინიგზე იხარჯება უფრო მეტი დენი, ბიტკოინებზე, ვიდრე თბილისის განათებაზე და გათბობაზე. ეს დენი წაიღეს ნოღაიდელმა, პაპაშვილმა, ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, როგორც შუამავლებმა დენის შმოტანის, მიგვაბეს რუსეთზე, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები