"ოცნება" რუსეთს ეხმარება ომში" - სალომე ზურაბიშვილი
"ოცნება" რუსეთს ეხმარება ომში" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა და შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" "რუსული ოცნება" Facebook live- საუბრისას კიდევ ერთხელ უწოდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები მზად არიან, რომ აღარ მოითმინონ, ის, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარი საშუალება გახდა.
ამერიკის საელჩო დიდხანს დუმდა ეს ბოლო პერიოდი, არ ვიცი იმიტომ, რომ ელჩი აღარ არის, არ ვიცი იმიტომ, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ყურადღება სხვაგან არის გადატანილი, მაგრამ ძალიან დროულია ასეთი განცხადება და ახლა რა შედეგები უნდა მოჰყვეს ამ კონკრეტულ განცხადებას, არამგონია. ზოგადად შედეგები უკვე სახეზეა, ვხედავთ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ, თუნდაც ყულევის საკითხზე, ან ამ კრიპტოვალუტის საკითხზე, რომელიც ყველამ ვიცით, თუ რამდენად დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან და სანქციების გვერდის ავლასთან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უფრო და უფრო ღიად მზად არიან იმისთვის, რომ აღარ მოითმინონ ის, რაც ყველამ დიდი ხანია იცოდა, მაგრამ ნელ-ნელა მოქმედებენ ამ მიმართულებით, აღარ მოითმინონ ის, რომ საქართველო გახდა მთავარი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლი ქვეყანა და ამით ეს რეჟიმი, კიდევ ერთხელ, "ქართული რუსული ოცნება" რეალურად ომში რუსეთს ეხმარება. ამას უკვე, განცხადება ის არის, რომ აღარ ითმენს საერთაშორისო თანამეგობრობა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეზუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს".
ზურაბიშვილის თქმით, ეს განცხადება რეალურად "რუსეთის გზავნილი" და ოკუპანტი ქვეყნის "ინსტრუქციაა".