"ეს "სახლობანას თამაშიც" აღარ არის "ბატონო" ბიძინა - "ბავშვებს მიხედეთ" გადაწვეს კანცელარია!" - ირაკლი კუპრაძე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნას ეხმაურება და ამბობს, რომ "ათას სამსახურზე გადამხტარ და ნაყალბევ გენერალ მაიორს ე.წ პრემიერი, უკვე მეორე სახელმწიფო თანამდებობას არგებს".
სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - "ბავშვებს მიხედეთ" გადაწვეს კანცელარია".
"სუსიდან" გამოაგდეს, ძალოვნების კოორდინატორობიდან გამოაგდეს, სქროლვა-სქრინვის სამსახურიდან გამოაგდეს და ამ ათას სამსახურზე გადამხტარ და ნაყალბევ გენერალ მაიორს ე.წ პრემიერი, უკვე მეორე სახელმწიფო თანამდებობას არგებს და საგანგებო პორტფელს უქმნის...
ეს "სახლობანას თამაშიც" აღარ არის "ბატონო" ბიძინა - "ბავშვებს მიხედეთ" გადაწვეს კანცელარია!" - წერს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე შეითავსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.