რა [ვინ] დგას მდინარაძის ძალოვანებისგან ჩამოშორების უკან

30.07.26 20:09
რა [ვინ]  დგას მდინარაძის ძალოვანებისგან ჩამოშორების უკან

ბოლო ერთ წელში უკვე მესამე პოსტი და საგანგებოდ მდინარაძისთვის მოფიქრებული სამსახურები - სუს-იდან გათავისუფლებული გენერალ მაიორის ურთიერთობა ძალოვან სტრუქტურებთან სამ თვეში საბოლოოდ დასრულდა.

კობახიძე ცდილობს ამჯერად მთავრობაში მხოლოდ მისთვის რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის აპარატი შექმნას. გაურკვეველი ფუნქციით და ვადით პრემიერმა მდინარაძე იმ პოსტზე წარადგინა, რომელიც ჯერ არ არსებობს. 

მდინარაძე კობახიძესთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების ოთახში გამოჩნდა. პრესკონფერენციის მოულოდენლად ჩანიშვნა და მათი ერთად გამოჩენა უკვე მიანიშნებდა, რომ მთავრობაში ისევ ცვლილებების დრო იყო. თუმცა ეს დრო როგორც ჩანს, კობახიძეს არ შეურჩევია. სხვაგვარად გაურკვეველი დარჩა, რატომ გადაწყვიტა მდინარაძის გადაყენება კოორდინაციის მინისტრის პოსტიდან დანიშვნიდან სამ თვეში. ეს პოსტიც მდინარაძესთან ერთად გაუქმდება. 

რა სტატუსი აქვს ახლა მდინარაძეს - ვიდრე პარლამენტი სექტემბერში შეიკრიბება და მისთვის ახალი სამსახურის შესაქმნელად კანონს შეცვლის, მანამდე მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრი იქნება. ორ თვეში ეს პოსტიც გაუქმდება და მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი გახდება.

ვრცლად ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.