მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანი
მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მისი მთავარი პირობაა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი, რაც პოლიტიკურ ველზე თამაშის წესებს შეცვლის.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა უნდა გააკეთოს განაცხადი პოლიტიკაში შესვლასა და პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.
მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. მე ეს პირობები შენს ეთერში საჯაროდ განვაცხადე. ჩემი მთავარი პირობაა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, მან აირჩიოს მთავარი ველი მისი, რომ არის ეს ქვეყანა და ბოლო სასამართლო და მისი განცხადება, რომელიც ვიღაცებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა, როცა თქვა, რომ აქვს მოსაზრება, როდესაც ციხიდან გაოვა, პირდაპირ ხელისუფლებას წარმოადგენდეს, მე მიყვარს ინგეიჯმენტები, რადგან მგონია, რომ ინგეიჯმენტს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს, თან ამის თვლა უნდა ვიცოდეთ. მე არ მჯერა, რომ ტროლების ქარხანა “ქართულმა ოცნებამ“ დალაშქრა იმის საჩვენებლად, რომ უმრავლესობას, სააკაშვილის ეს განცხადება, ძალიან მოეწონა და მისაღები აღმოჩნდა, მათ შორის მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც. მათ მითხრეს, რომ ყველაზე სწორი სვლა მიშასგან არის ის, რომ გააკეთოს საჯარო განაცხადი პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. ის ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არის თუ არა მთავარი მოთამაშე, იმიტომ რომ ეს ყველა პოლიტიკური გუნდისთვის თამაშის წესს გაამარტივებს. ამდენი ხნის განმავლობაში, მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის, მაგრამ მაინც გვერდით მყოფის, კეთილისმსურველის, თანამებრძოლის პოზიციიდან. მისი ბოლო განცხადება იყო ჩემთვის ცხადი სიგნალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყველა შემდეგი სვლა, მის ამ განცხადებას გაამყარებს, მიშა თუ იტყვის, რომ ის პოლიტიკაში შემოდის, როდესაც ის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი ხდება ნაციონალური მოძრობის და ის ხდება პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.