არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი აორთქლდება, მაგრამ დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რეჟიმს ძალიან გაუჭირდეს - გვარამია
სექტემბრიდან, უფრო დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რეჟიმს ძალიან გაუჭირდეს, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, საკუთარ პარტიასთან ერთად, ბოლომდე მიიღებს მონაწილეობას იმაში, რომ „რეჟიმს სირთულეები ჰქონდეს“.
მე ვაპირებ მონაწილოება მივიღო იმაში, სხვებთან ერთად, რომ ვაიძულო ივანიშვილი წავიდეს დათმობებზე,- ამბობს გვარამია.
ბოლომდე მივიღებ იმაში მონაწილეობას, რომ რეჟიმს სირთულეები ჰქონდეს, რადგან ერთადერთი, ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია არის აბსოლუტურად დაუსრულებლად, ზოგჯერ უფრო ძლიერი დარტყმების მიყენება და ზოგჯერ, მინიმუმ სისუსტის არ გამოჩენა, ჩვენი მხრიდან. რყევა გამუდმებული, არ უნდა დავასვენოთ რეჟიმი. კარგია, რომ ზაფხულში მას პრობლემები ექმნება და კიდევ შეექმნება, მაგრამ სექტემბრიდან, უფრო დიდი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რეჟიმს ძალიან გაუჭირდეს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი აორთქლდება, არც ველოდები, რომ მოხდება. მე ვაპირებ მონაწილოება მივიღო იმაში, სხვებთან ერთად, რომ ვაიძულო ივანიშვილი წავიდეს დათმობებზე, პირველ რიგში ეს არის სამართლიანი წესებით ჩატარებული არჩევნები. არცერთ ფორმის, რომელიც რეალისტურია და კანონს შეესაბამება, არც მეშინია და არც უარს ვამბობ, აპრიორი, უბრალოდ, ჩემი დამოკიდებულება და ხედვა მაქვს და აუცილებლად და ყოველთვის, ნებისმიერი განაცხადის უკან ვეძებ რაციონალიზმს. დარწმუნებული, რომ ვიყო, რომ ეს კონრეკტული გზა გაამართლებს, ამის შანსი არსებობს და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ მოხდება, ბევრს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შედგეს, - განაცხადა გვარამიამ.