დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ირაკლი კუპრაძე
დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას სჭირდება დასვენება, თუმცა იმ მოცემულობაში, რომელიც ახლა საქართველოშია, ამის უფლება არ აქვთ.
კუპრაძე იმ ფაქტორებსაც ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ივანიშვილის “გაშვებაში“ დაეხმარებათ.
ყველას გვჭირდება დასვენება, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს. რიგი პოლიტიკოსების ციხეში ზის, აგერ ელენე, საერთოდ რა დასვენებაზე, ვეფხია კასრაძე ციხეშია. ადამიანების ნაწილია გახიზნულია, მძიმე დგომარეობაში ვართ, დავისვენებთ ყველა მაშინ, როცა ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ. მოვა ეს დროც აუცილებლად. ამისთვის პოლიტიკურ სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ სწორად. წარსული სწორად უნდა შევაფასოთ, ვთქვათ, აწმყოში რა ვითარებაა და რა არის გეგმა. სამი ფაქტორია, ამ სამი ფაქტორიდან - წარსული სწორად რომ შევაფასოთ, ამ ბოლო ერთი წლის ყველა მძიმე შეცდომა პოლიტიკური სპექტრის იყო ბოიკოტი. ყველა საქმე უნდა განისაჯოს შედეგებით, შედეგებით ვიმსჯელოთ. ივანიშვილმა სრული ძლაუფლება, მუნიციპალურ დონეზე, წაიღო, 64 მუნიციპალიტეტში ხელისუფლებაში დარჩა ბიძინა ივანიშვილი, წარმოუდგენელი შეცდომები დავუშვით, - განაცხადა კურაძემ.