ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება გრძელდება - თურაზაშვილი

31.07.26 11:37
ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება გრძელდება - თურაზაშვილი

 

 

 

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ალეკო ელისაშვილისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში უახლოეს საათებში ახალი ბრალის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 13:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს.

მისი თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება  გრძელდება.

როგორც თურაზაშვილი განმარტავს, “ვინც უკანონო დავალებებს ასრულებს, კანონის წინაშე ყველას პასუხისგება მოუწევს“.

13:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება  გრძელდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ იყო პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვინმე ბაბაევის გამოყენებით. შემდეგ, პოლიტიკური აქტის განხორციელების გამო, შუშის ჩამტვრევის და 320-ლარიანი ზარალის გამო, ალეკო ელისაშვილს ტერორისტობა დაბრალეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საზოგადოებას ალეკოს ტერორისტობა რომ ვერ დააჯერეს, ე.წ. ძაღლების საქმე შეკერეს, სადაც ერთადერთ მოწმედ არარსებული ძაღლი დაიმოწმეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე თაროზე შემოდეს და ამ აბსურდულ საქმეს ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ ვერ შეხვდეს ოჯახის წევრებს. „ოცნებამ“, როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგვთავაზეს, თითქოს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყო. შეგახსენებთ, იმ სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტობა დააბრალა და 13 წლით გაუშვა ციხეში. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ყველას, ვინც ასრულებს „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებებს, ყველას მოგიწვეთ პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები