კალაძე რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შეცვლას არ გამორიცხავს

31.07.26 18:36
კალაძე რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შეცვლას არ გამორიცხავს

რელიგიის დაცვის მოტივით შექმნილი ახალი საინიციატივო ჯგუფის იდეებს კახა კალაძე იზიარებს. "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ კანონმდებლობის ცვლილების საჭიროებას ხედავს და გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაარეგულიროს კანონი ისე, რომ ქვეყანაში არ მოხდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. 

ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება, თუმცა შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა მიუღებელია. 

საინტერესო ინიციატივაა. ჩვენ გუნდში გვექნება აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟრერებთ იმის მიხედვით, თუ რა შეთანხმება იქნება მიღწეული. რა თქმა უნდა, დასარეგულირებელია ეს ყველაფერი, კანონის ქვეშ უნდა მოექცეს. ჩვენ ვიცით, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აზრის თავისუფლება არ ნიშნავს შეურაცხყოფის მიყენებას, ბილწისტყვაობას და ა.შ., - ამბობს კახა კალაძე. 

კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნება ე.წ. ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით. ჯგუფის წევრები „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის, რელიგიური სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგს ეფუძნება, რომელიც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფას ეხება. 

მსგავსი სიახლეები