"უნდა ველოდოთ საავტომობილო კოლაფსს" - 100 დღეში "რუსთაველის გამზირის" რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ვერ მოესწრება

01.08.26 11:29
"უნდა ველოდოთ საავტომობილო კოლაფსს" - 100 დღეში "რუსთაველის გამზირის" რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ვერ მოესწრება

უნდა ველოდოთ საავტომობილო კოლაფსს - ასე აფასებენ ექსპერტები "რუსთაველის გამზირის" რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი კომპანიის, "სმარტ სოლუშენსი" მმართველი პარტნიორის, ლევან გოგსაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება".

კოალიცია "ცვლილებისთვის " წევრი, კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2017 წლიდან, რაც კახა კალაძე არის ამ თანამდებიბაზე, არცერთი პროექტი არ დაუსრულებია თავის ვადებში.

ეს ნიშნავს იმის წინასწარ დაანონსებას, რომ ნამდვილად რეაბილიტაცია 100 დღეში ნამდვილად ვერ დასრულდება. 2017 წლიდან რაც კახა კალაძე არის თბილისის მერი, არცერთი პროექტი არ დაუსრულებია თავის ვადებში, შესაბამისად არც რუსთაველის გამზირი ქინება გამონაკლისი. ის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 31 ოქტომბერს ვერ დასრულდება, ამას თავიდანვე ვიძახდით გამომდინარე იქიდან, რომ პროექტები, რომელიც ატვირთულია საჯარო სივრცეში, არ არის სრული, მას სჭირდება დამუშავება, სჭირდება გარკვეული ცვლილებები. აი ასეთი ხარვეზიენი პროეტებით დაიწყო რუსთაველის რეაბილიტაცია"- აცხადებს ბესიკ დონაძე.

 რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ცუდ ორგანიზებაზე მიუთითებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.

მისი თქმით, "რუსთაველის გამზირზე" კრიტიკული სამუშაოები სწორედ მაშინ არის დაგეგმილი, როცა მოსახლეობა შვებულებებიდან თბილისში ბრუნდება, რაც ბუნებრივად საავტომობილო კოლაფსს გამოიწვევს: 

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ცუდი ორგანიზება უპირველეს ყოვლისა ჩანს იმ ფაქტიდან, რომ 2 წლის განმავლობაში აორგანიზებდნენ ამ ტენდერს და საბოლო ჯამში, სამივე ლოტში უკონკურენტოდ გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ და ეს კომოანიაც არის "ქართული ოცნების" წარმომადგებლებთან დაახლოებული. 

ბუნებრივია, ჩნდება გონივრული ეჭვები, რომ შესაბამის სამუშაოებს აღნიშნული კომპანია ვერ გაუმკლავდება ისე როგორც საჭიროა. 

მაშინ, როცა მოსახლეობა დაბრუნდება თბილისში, სკოლები დაიწყება, უნივერსიტეტები დაიწყება, სწორედ ამ პერიოდში ქინება კრიტიკული, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი, ეს არის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის პერიოდი, რაც თბილისში დამატებით საავტომობილო კოლაფსს გამოწვევს. დიდია იმის ალბათობა, რომ 4 თვეში ეს სამუშაობი ვერ დასრულდეს"- აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი. 

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება" -  თქვა გამოცემა BM. ge-სთან პროექტის შემსრულებელი კომპანიის, "სმარტ სოლუშენსი" მმართველმა პარტნიორმა, ლევან გოგსაძემ. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის - შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.

"რუსთაველის გამზირის" რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც კალაძემ თქვა, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.