რა პროცედურები უნდა გატარდეს იქამდე, სანამ გაირკვევა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 6 თვით

01.08.26 12:14
რა პროცედურები უნდა გატარდეს იქამდე, სანამ გაირკვევა,  ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 6 თვით

5 აგვისტოს გაირკვევა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გარდამავალ 6 თვიან პერიოდში - შესაძლო გვარებზე ამ ეტაპზე ენმ-ში არ საუბრობენ. ლიდერები "პირველებთან" აღნიშნავენ, რომ მანამდე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პარტიის ყრილობა, სადაც აირჩევენ დროებით მმართველ ორგანოს. 

ირკვევა, რომ 5 აგვისტოს არჩეული დროებითი მმართველი ორგანო 9 პოლიტიკოსისგან დაკომლექტდდება, რომელიც შემდგომ პარტიის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს. 

ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად კანდიდატებზე საუბარი არ მიდის, გამომდინარე იქიდან რომ ამ გარადამავალ ეტაპზე აღმასრულებელი ფუნქციების მატარებელი იქნება კონკრეტული დროებითი მმართველი ორგანო. ამ ორგანოში ყველა ის საჯარო სახე, რომელსაც ხედავთ განიხილება შესაძლო კანდიდატად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თავმჯდომარეზე საუბარი ჯერ ნამდვილად არ მიდის. პოლიტსაბჭოს შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები კანდიდატებზე დტოებითი მმართველი ორგანოსი, ამიტომ პოლიტსაბჭოს წევრების განსასაზღვრია, ვინ იქნება მმართველობით ორგანოში დროებით და შემდგომ შეიძლება, საუბარი იქიდან ვინ შეიძლება იყოს დროებით ამ ფუნქციის შემსრულებელი. 

რაც შეეხება გარადამავალი პერიოდის შემდგომ თავმჯდომარეს, ეს უკვე სხვა საკითხია. თავმჯდომარე არჩევნებით იქნება არჩეული და იქ წინასწარ გვეცოდინება კანდიდატურები"- აღნიშნა "პირველებთან" ირაკლი ფავლენიშვილმა. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, თათია ნიკოლაიშვილის თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პარტია მოემზადება თავმჯდომარის არჩევნებისთვის.

რაც შეეხება დროებით მმართველ ორგანოს, მათ შემადგენლობაში რეფორმების ჯგუფი, რომელსაც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი არ იქნება:

პოლიტსაბჭოში დაახლოებით 120 ადამიანამდეა - ორგანიზაციულად რომ გითხრათ, 15-15 ჯგუფად იქნება დაყოფილი, თითოეული წარმოადგენს საკუთარ სამ კანდიდატს. ამ სამი კანდიდატურიდან კი მოხდება არჩევა ყრილობაზე. დროებითი მმართველი ორგანო 9 ადამიანისგან იქნება შემდგარი. 

ჯერ-ჯერიობით, ყოველ შემთხვევაში ასეა, რომ დროებითი მმართველი ორგანო, არჩეულია პოლიტიკური საბჭოს მიერ. რაც შეხება ნანუკას [ჟორჟოლიანი]  რეფორმების საბჭო, არის ჯერ-ჯერობით ცალკე მდგომი ორგანო, რომელიც არ არის პოლიტსაბჭოს წევრი"- თქვა თათია ნიკოლაიშვილმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება - ამის შესახებ ცნობილი 30 ივლისს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

სწორედ 5 აგვისტოს გაირკვევა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 6 თვით

ცნობისთვის, ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს  დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.