უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის - დღეს შაბათის ტრადიციული მარშია

01.08.26 14:07
უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის - დღეს შაბათის ტრადიციული მარშია

უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის - ამ გზავნილით გაიმართება დღეს 19:00 საათზე, შაბათის ტრადიციული, რიგით 33-ე მარში თბილისში. 

პროტესტში მყოფი მოქალაქეები მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ. 

უწყვეტ წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეები ქუჩებში გააჟღერებენ სხვა უცვლელ მოთხოვნებსაც, რომელიც აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას ეხება.

მარშის ბოლოს, დაანონსებულია საჯარო კენჭისყრის ჩატარებაც, სადაც უნდა გადაწყდეს, შეიცვლება თუ არა საპროტესტო შეკრების მთავარი ადგილი.

დღევანდელი მარში ეძღვნება ძლიერ და უსაფრთხო საქართველოს, რა მოვლენებიც ბიცილეთ: ქალაქის ცენტრში ჩაცხრილული ახალგაზრდები, სრულიად გაუგონარი ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ამდენი ახალგაზრდა დაგვაკარგინა, არარსებული სასამართლო სისტემა, ბანერებისთვის დაკავებული ადამიანები. სწეორედ ეს არის ის, რაზეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს და განსხვავებული აზრის მიუხედავად,  დადგეს ერთად და მოიპოვოს ძლიერი და უსაფრთხო საქართველოს არსებობის უფლება" - აცხადებს მარშის ერთ-ერთი მონაწილე, თამარ ჟვანია.