რუსთაველის გამზირი დღეს [ფოტოები ადგილიდან]

01.08.26 14:58
რუსთაველის გამზირი დღეს [ფოტოები ადგილიდან]

ერთ კვირაზე მეტია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება - 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "სმარტ სოლუშენსი" ატარებს, რომელმაც სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. 

BMG გთავაზობთ ფოტოკოლაჟს გამზირზე პირველი აგვისტოს მდგომარეობით რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ:

მსგავსი სიახლეები