სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის - წესი ვრცელდება საქართველოზეც

01.08.26 15:31
სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის - წესი ვრცელდება საქართველოზეც

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის. ინფორმაცია გამოცემა საშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროგრამა 50 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება, მათ შორის საქართველოზეც.

ირკვევა, რომ მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის ოდენობა 5000, 10000 ან 15000 დოლარი იყო, თუმცა პროგრამის საბოლოო რეგულაციით 5000 დოლარის ოდენობის დეპოზიტი უქმდება და დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20000 დოლარით განისაზღვრება.

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება.