თინა ბოკუჩავა დუმილს არღვევს - პოლიტიკოსი თანაპარტიელებს ხმაურიან ბრალდებებს უყენებს
თინა ბოკუჩავამ დუმილი დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ეჭვი აქვს, რომ ბოლო პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე არალეგიტიმური გადაწყვეტილებები მიიღეს.
თინა ბოკუჩავა ხელს პეტრე ცისკარიშვილს ადებს. ეჭვი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პეტრე ცისკარიშვილს ისე ეჩქარებოდა პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება, რომ ხალხის შეკრებას აღარ დაელოდა და მანიპულაციის გზა აირჩია.
სად არის პოლიტსაბჭოს ოქმი? - თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილს დოკუმენტის წარდგენა სთხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. ცისკარიშვილი კი ბოკუჩავას განცხადებებს ტყუილს უწოდებს. დღეს დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიაში იქამდე მივიდა, რომ ანა წითლიძემ ბოკუჩავას განცხადებებს, თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა.