მეორე დაკავება ბოლო 1 კვირაში - ფურცლებზე ნადირობა გრძელდება
მეორე დაკავება ბოლო 1 კვირაში - თორნიკე თოშხუა ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის გამო ისევ საკრებულოსთან დააკავეს და დაჩქარებული წესით თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
იურისტების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სადამსჯელო ღონისძიება აამოქმედა, თბილისის იზოლატორებში ადგილების არსებობის მიუხედავად, დაკავებულები ქალაქიდან შორს, რეგიონებში გადაჰყავთ, იურისტებს უჭირთ დაკავებულების მონახულება, ახლობლებს კი ამანათების შეგზავნა.
საპატრულო პოლიციამ ფურცლებზე ნადირობა წინა კვირას დაიწყო, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ისევ იზოლატორებში არიან. ხალხი კი ვინც 600 დღეზე მეტია ქუჩაში დგას, ფიქრობს, რომ მათმა დაუღალავმა და გაუტეხელმა პროტესტმა, აჩვენა რომ მოქალაქეები არ შეეგუებიან რეპრესიებს და უკანონო დაკავებებს.