"ოცნება" პროტესტმა გააგიჟა - სალომე ზურაბიშვილი

01.08.26 21:14
"ოცნება" პროტესტმა გააგიჟა - სალომე ზურაბიშვილი

600 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა პროტესტს "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოუხერხეს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "შაბათის მარშზე" განაცხადა. 

მისი თქმით, პროტესტი "ქართულ ოცნებას" აგიჟებს, საქართველოს მეზუთე პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ აკავებენ ადამიანებს ქუჩაში ფურცლით დგომის გამო. 

ეს პროტესტი რეალურად აგიჟებთ მათ - ამიტომაც არის ყველა ის ნაბიჯები რასაც მათგან ვხედავთ: რეპრესიული კანონები და ისიც რაც შიგნით ხდება. "ოცნება" პრაქიკულად ჩაძირულია კორუფციის მორევში და ერთმანეთის ნდობა აღარ შერჩათ. პროტესტი არის ის გამომწვევი მექანიზმი, რაც მათზე ძალიან დიდ ეფექტს ახდენს. ბოლოსკენ მივდივართ" - თქვა ზურაბიშვილმა. 

,,უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის” -  შაბათის მარშის მონაწილეები თბილისში, მორიგ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებმა სტარტი  ავლაბრის მეტროსადგურთან აიღეს, და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გასულ კვირას, ვერაზე მოკლულ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ხსოვნას.

პროტესტის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოს და ამერიკის გიგანტური დროშა. 

აქციის მონაწილეები აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები