გამოძიება 724 დღის შემდეგ - ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა

04.08.26 13:35
გამოძიება 724 დღის შემდეგ - ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა

ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და 2 წლის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ახლა 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უფლებადამცველის განმარტებით, ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობით ხელშეშლას. 

ამასთან, უფლებადამცველი "პირველებს განუმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, თავდამსხმელი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ნიკა მელიას თავ პოლიტიკური ნიშნით დაესხა, თუმცა ასევე ამტკიცებს, რომ ის თავადაც ძალადობის მსხვერპლია. 

  • ცნობისთვის, 724 დღის შემდეგ საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, დღეს გამოკითხვაზე დაბარებული იყო დაკავებული პოლიტიკოსის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე. 

როგორც გამომძიებელმა მითხრა, პროკურატურამ გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობით ხელშეშლას, ასევე გამოძიებამ მითხრა, რომ ეს პირი უშუალოდ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ჰყავთ იდენტიფიცირებული, მათ შორის გამოკითხული და ახლა მიმდინარეობს იქ მყოფი მოწმეების გამოკითხვა და ალბათ ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს ამ გამოძიებას. 

თვითონ მუხლი, რითაც გამოძიება ახლა მიმდინარეობს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  რადგან ყველანაირი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩადის ამ ქმედებას, რა თქმა უნდა, ლოგიკური დასასრული იქნება, რომ დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობა. 

თავდამსხმელი, გამოკითხვის დროს, როგორც გამომძიებელმა მითხრა, აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ასევე ამბობს, რომ თითქოს იქ მასზეც განხორციელდა ძალადობა, სცემეს., თუმცა რაიმე დაზიანება, ცემის კვალი მას არ აღენიშნება. 

სამართლებრივად აქეთ მხარეს რომ ვინმე აქტივისტი, მხარდამჭერი მიეცეს პასუხისგებაში, ამის სამართლებრივი საფუძველი რეალურად არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის . 

როგორც გამომძიებელი ამბობს, მათი მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურება ამ საქმისა არ მომხდარა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ და ამან გამოიწვია ამ პერიოდის გაჭინაურება," - ამბობს უფლებადამცველი. 

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, 2 წლის წინანდელი საქმე თაროდან ე.წ. ბალანსის შესაქმნელად ჩამოიღეს. 

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა თქვას, რომ ისინი არა მხოლოდ ნია მელიას ასამართლებენ, არამედ მასზე თავდამსხმელზეც ხორციელდება მართლმსაჯულება. 

მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, ნიკ,ას მიმართ თავდასხმა მოხდა დაახლოებით 2 წლის წინ და დღეს რატომღაც დასჭირდა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული საქმის აქტივიზაცია მოეხდინათ. რატომ? - ჩემი აზრით, ქმნიან ე.წ. ბალანსს, თითქოს იძიებენ საქმეებს ნიკასთან მიმართებით, რომ შექმნას ბალანსი. რას ვგულისხმობ - რომ მასზე თავდამსხმელთან მიმართებით გამოვიძიეთ და დავადგინეთ, ანუ ჩვენ მხოლოდ ნიკა მელიას კი არ ვდევნით პოლიტიკურად, არამედ მასზე თავდამსხმელსაც ვასამართლებთ. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკვე მესამე განაჩენს ველოდებით რამდენიმე დღეში. სჭირდება ხელისუფლებას ე.წ. მოჩვენებითი ბალანსის შესაქმნელად, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთ მხარეს, ასევე მართლსმაჯულება ხორციელდება ნიკა მელიასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი, ეს არის თვალშისაცემი, არავითარი 2 წელი არ სჭირდება გამოძიებას, რომ დაადგინო პირი, რომელმაც მოახდინა პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში და ორი წლის ლოდინი არ სჭირდება ამის დადგენას. ასევე, არავითარი სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებით არ შეიძლება იქნეს შეფუთული პოლიტიკური საქმეები, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მაშინ აქტიურდება საქმეები, როდესაც ამას ხელისუფლების დაკვეთა გულისხმობს და მაშინ შემოიდება თაროებზე, როდესაც მითითებაა მიღებული.ეს არის და ეს მოცემულობა," - ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

მსგავსი სიახლეები