ვინ მიიღებს სკოლის ფორმებს უფასოდ
ცნობილია, ბავშვების ის ექსვი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ - შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ სამ აგვისტოს გამოსცა.
სასკოლო ფორმებს უფასოდ მისცემენ მათ ვინც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
ცნობილია, რომ ბიჭს − 1 პიჯაკს და 2 შარვლს მისცემენ, გოგოს − 1 პიჯაკს, 1 შარვლსა და 1 ქვედაბოლოს.