ენმ-ს რიგით XIII ყრილობა დღეს გაიმართება - უცნობია მივა თუ არა თინა ბოკუჩავა

05.08.26 11:33
ენმ-ს  რიგით  XIII ყრილობა დღეს გაიმართება - უცნობია მივა თუ არა თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით  XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას ენმ-ის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა. 

მისი თანაპარტიელები მთელი ამ დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ 5 აგვისტო სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ამ როისთვის ბოკუჩავა თბილისში ყოფილიყო.

დღეს ჩანიშნულ ყრილობაზე აირჩევენ 9 ადამიანისგან დაკომპლექტებულ დროებით მმართველობით ორგანოს, რომელიც პარტიას გარდამავალ პერიოდში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 

არის გარდამავალი პერიოდი, ცვლილებები, რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება მათ შორის დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელიც შეიქმნება პარტიაში.  დროებით მმართველობით ორგანოში შევლენ პარტიის ლიდერები. მათ შორის იქნება "რეფორმების საბჭო" ქალბატონი ნანუკას მონაწილეობით, რომელიც ასევე იქნება ძალიან აქტიური და ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ ორიენტირებულები ვხვდებით რეფორმებზე, ამ ყრილობაზე აირჩევიან ამ საბჭოს წევრები და საბოლოო ჯამში, 6 თვის შემდეგ, მერე ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით"- თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  XIII ყრილობა გაიმართება 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ გაიმართება“.

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები