დანიელსონმა საქართველო დატოვა - შეთანხმება ისევ ვერ შედგა

01.04.21 03:03
დანიელსონმა საქართველო დატოვა - შეთანხმება ისევ ვერ შედგა

მოლაპარაკების მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა - პოლიტიკურმა პარტიებმა შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

7 საათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპელმა მედიატორმა თქვა, რომშეხვედრაზე კომპრომისის მზაობა არცერთი მხრიდან არ  ყოფილა". 

დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა და ახლა ის  ჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიტორიკა კი ისევ უცვლელია - მოლაპარაკებების ჩაშლაში ისინი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ.