“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა გორში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

07.08.26 13:31
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა გორში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან – ვატო სურგულაძესთან, გრიგოლ გეგელიასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, გორში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა, მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კოალიციის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს.

მსგავსი სიახლეები