ბარამიძის განცხადებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება - კალაძე

07.08.26 15:54
ბარამიძის განცხადებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება - კალაძე

 

 

 

აუცილებლად უნდა აგოს პასუხი საკუთარ განცხადებაზე, - ასე ეხმაურება კახა კალაძე  იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კალაძე ამტკიცებს, რომ ბარამიძის განცხადება, არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართულის სახელმწიფოს და ჯარის წინააღმდეგ.

ძალიან მძიმე განცხადება იყო, რაც მოვისმინეთ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული ჯარის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია, ადამიანმა მოისმინო ის სიტყვები, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ეს დატოვო რეაგირების გარეშე, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართულის სახელმწიფოს და ჯარის წინააღმდეგ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, მოღალატეები არიან, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მიმართ, ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, - განაცხადა კალაძემ.

  • შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

 

მსგავსი სიახლეები