კობახიძე და ყაველაშვილი ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს - თენგო თევზაძე

08.08.26 15:27
კობახიძე და ყაველაშვილი ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს - თენგო თევზაძე

"ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი ღალატობენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს"- ასე შეაფასა "პირველებთან"  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე გაკეთებულ განცხადებები.

ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი - ამაზე აპელირება და ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში და იმ ხელისუფლებისთვის დაბრალება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინრტერესის ღალატი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო და როდის დაიწყო ომი. გიშინ, 7 აგვისტოს ვნახეთ ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ომთან დაკავშირებით მათი პოზიცია. ამიტომ ის ტყუილი და პროპაგანდისტული ხერხი, რასაც "ქართული ოცნება" იყენებს, მათ შორის მტკიცებულებად მოაქვს რეზოლუცია, ეს არ არის სიმართლე - ისინი ცდილობენ, ტყუილი აქციონ რეალობად"- განაცხადა თევზაძემ. 

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს - რუსული აგრესიის მე-18 წლისთავზე პარტიის ლიდერები ომში დაღუპულთა მემორიალთან დღეს, 8 აგვისტოს გამოჩნდნენ.

  • ოპოზიციური პარტიები გმირების მ მემორიალთან 7 აგვისტოს მიდიან. მათი თქმით 8 აგვისტოს ომის დაწყების მტკიცება რუსეთის ინტერესებში შედის - 7 აგვისტოს, პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ლიდერები ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნონ.

  • 2024 წლის სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს “ომის გამჩაღებლები” უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები